რეზონანსი
06.10.2025

სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში, - წერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, „ქართული ოცნების“ მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ დიდ ქალაქებში სრული კონტროლი დაამყარა.

„ცნობისთვის, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი იყო „საშინლად დაბალი“, ვიცოდეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 41%. ანალოგიურ არჩევნებზე დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა (რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით) ბოლო 5 წელიწადში მერყეობს 40-45 პროცენტის დიაპაზონში. სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში. თბილისში აქტივობა იყო საშუალოზე ბევრად დაბალი -31% (თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში ნორმალური მოვლენა), რაც სწორედ აქ არსებული დიდი ოპოზიციური რესურსის გამო მოხდა. აქ ოცნებას დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, რომ არა ბოიკოტი და 4 ოქტომბრისთვის გაცემული დაპირება რეჟიმის უალტერნატივოდ დამხობის შესახებ. საპროტესტო ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი იმისა რომ, „უკვე ჩამოგდებისთვის გამზადებული ხელისუფლების არჩევნებზე მისვლას“ აზრი არ აქვს. 

ჩემი აზრით, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, არის ოცნების მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები და, პირველ რიგში, დიდი ქალაქების სრული კონტროლი. რომც მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამ შედეგების გასაუქმებლად საკმარისი ლეგალური საფუძველი პრაქტიკულად არ იარსებებს“, - წერს გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×