
ოთხ ოქტომბერს „ქრონიკისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტები და ოპერატორები გამოჰკითხა. დუმს ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები.
„ჩვენ აქციის მონაწილეები პირდაპირ მიგვითითებდნენ აგრესიული ტონით, რომ არ გადაგვეღო იქ მიმდინარე მოვლენები. გვეუბნებოდნენ, რომ სახე არ უნდა აღბეჭდილიყო აქციის მონაწილეების, რომლებიც ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, ანთებდნენ კოცონს“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა თათია ტაბეშაძემ.
„აინტერესებდათ დეტალები, როგორ დაიწყო პროცესი, რის შემდეგ გახდნენ აქციის მონაწილეები აგრესიულები. ვეცადეთ დეტალურად მოგვეყოლა რა მოხდა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა შალვა სუმბაძემ.
„კითხვები ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით, გავეცით მათ კითხვებს პასუხი და დავეხმარეთ გამოძიებას“, - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვის ინჟინერმა ნიკოლოზ ცირეკიძემ.