რეზონანსი
06.10.2025

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა უნგრულ გამოცემა Partizan-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 2021 წელს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს .

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო იმის შიში, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ვერ შეძლებდნენ.

მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან უშუალო მოლაპარაკებების წარმართვის შეუძლებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენა ჰქონდა.

„ახლა დრო შეიცვალა და უნდა ვიფიქროთ, რა პოზიციის დაკავება იქნება უკეთესი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა მან. მერკელის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება, თუ ევროპა „გამოვა, როგორც რეალური შემაკავებელი ფაქტორი და მხარს დაუჭერს უკრაინას“.

ინტერვიუში მერკელმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რუსეთის ევროპაში „ტროას ცხენად“ არ მიიჩნევს. თუმცა, მისი თქმით, ის არ ეთანხმება უნგრეთის გადაწყვეტილებას, არ თქვას უარი რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლის ნოემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×