რეზონანსი
06.10.2025

„პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი“, – ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა ბურჭულაძესა და მისი კომიტეტის წევრებზე და აღნიშნა, რომ 

ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს, ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა. ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების,  რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი. დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×