რეზონანსი
05.10.2025

4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, პრეზიდენტის შენობაში შეჭრის მსურველებს. პაპუაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პრეზიდენტის სასახლის მოძალადეებისგან დაცვისთვის.

“4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა.

მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×