რეზონანსი
05.10.2025

"საქართველოში არ შედგა რუსული სპეცოპერაცია, არჩევნები არ შედგა" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არ შედგა ის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა რომ ჩაეტარებინა და მისთვის არჩევნები დაერქმია. 

ამდენმა ადამიანმა აჩვენა, რომ საქართველოში არ შედგა რუსული სპეცოპერაცია, როგორც უნდოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაეტარებინა და მისთვის არჩევნები დაერქმია. არ შედგა [არჩევნები], რა თქმა უნდა. 

ჩვენ ყველანი ვიღებდით მონაწილეობას წინა წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც როგორც წესი, ბევრად მეტი ამომრჩეველი ირებს [მონაწილეობას]," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×