რეზონანსი
05.10.2025

არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობით ითვლება ის, თუ ვინ გიჭერს მხარს“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზეც კი, სადაც ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, „ქართულ ოცნებას“ თითქმის იმავე რაოდენობამ დაუჭირა მხარი, რაც საპარლამენტოზე.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 120 000- მა (მილიონ ას ოცი ათასმა) ადამიანმა მისცა ხელისუფლებას ხმა, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის მაღალი მაჩვენებელია. თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებზეც კი 1 100 000-ზე (მილიონ ასი ათასზე) მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი ხელისუფლებას, ანუ, თითქმის იგივე რაოდენობამ. რა დაბალ პროცენტზე საუბრობს ოპოზიცია?

„ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების პრობლემა ის არის, რომ თავიანთ თავში შეცდომებს არასდროს არ ეძებენ. ეს ემჩნევათ იმაშიც, რომ ერთმანეთს დაერივნენ. ასევე, მათი პრობლემა იმაშია, რომ სიმართლე არ გააჩნიათ. მაგალითად, როცა გუშინ ვხედავდით, რომ [რადიკალები] ანგრევდნენ [პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას], ზოგიერთი მათგანი შენობაში შევარდნასაც აპირებდა, ღობე მოგლიჯეს და ა.შ., პარალელურად, კი პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, ამ ფონზე, მაინც საუბრობენ იმაზე, თუ ახალგაზრდებს რატომ სცემდნენ პოლიციელებიო. ანუ, როცა არასდროს არ დგახარ სიმართლის მხარეს, ბუნებრივად, ყოველთვის წაგებული იქნები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×