
„მდიდარი „ენჯეოები“, როგორც ჩვენ მათ შევარქვით, ამ არჩევნებს არ დააკვირდნენ. ანუ, მთავარი მათთვის არჩევნებზე დაკვირვება კი არ არის და ქვეყნის დემოკრატიის ბედი, მთავარია დაფინანსება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, თუ დაფინანსება არ აქვთ, მაშინ არც არჩევნების ბედი აინტერესებთ.
„გუშინ მთავარი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე იყო მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნებზე და თავისი თვალით ნახა როგორ გაიარა ვერიფიკაცია, როგორ გაიარა მარკირების პროცედურა, როგორ მოაწერა ხელი, როგორ მიიღო ბიულეტენი, როგორ მისცა ხმა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.