
სოფი ლორენის ქართველი რძალი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმიანება.
„მე დღეს არ წავედი არჩევნებზე, რადგან ვთვლი, რომ აზრი არ ჰქონდა! არ მქონდა იმედი, რომ ჩემი ხმა სამართლიანად დაითვლებოდა. აქციებზე მინდოდა წასვლა, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, რომ შემეშინდა, რადგან ვიცი, რომ პროვოკაციებიც იქნება და აქციის მონაწილეების უმოწყალო ქმედებები, რა დროსაც
უბრალო ხალხს შეატოვებს ოპოზიცია შავნიღბიანებს, როგორც ყოველთვის და ამით მხოლოდ რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან. ერთი გირჩების ზურა ჯაფარიძე მეიმედებოდა ლიდერად და ისიც ციხეშია გამოკეტილი.
ჰოდა, ახლა ვზივარ სახლში შეწუხებული სინდისით და ვერ ვხედავ სამწუხაროდ იმ ქვეყანაში გვირაბის ბოლოს სინათლეს, სადაც სკამებზე მოსვლა იციან, წასვლა – აღარასდროს! როდის გვექნება
ისეთი კანონმდებლობა ქვეყანაში, რის მიხედვითაც ოთხ წელზე მეტი ერთი და იგივე პარტია ვერ შეძლებს მთავრობის სათავეში ყოფნას. მერე აღარც რევოლუციის საჭიროება იქნება და აღარც დაუსრულებლად აქციებზე დგომის აუცილებლობა!”, - წერს მარიამ შარმანაშვილი.