რეზონანსი
05.10.2025

არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი - ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი.

კიკნაძის თქმით, „საერთოდ აღარ მაქვს იმედი", რომ „ქართულ ოცნებას" მოვიშორებთ, ვინაიდან ერთმანეთს „ვჭიჭკნით ნაცლად იმისა,რომ ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია".

„ჩემთვის ყველაზე საშინელი ხალხის ის ნაწილია, ვინც მორალურ პედესტალზე ადის და თითებს იშვერს, რატომ ესროლე რაღაც რუს მსახურთო. ომში ვართ და ომი შიშველი ხელებით და ერთ ადგილზე დგომით არ ხდება. ყველა საბრძოლოდ უნდა აღიჭურვოს და ისე გამოვიდეს სახლიდან იმ განწყობით, რომ თავს შესწირავს ქვეყნის დაცვას ამ ფულზე გაყიდული ნიღბიანებისგან.

არანაირ შენობაში ჩვენ არ შევჭრილვართ და არ ვიჭრებით - ჩვენ, ჩვენი კუთვნილი შენობების დაკავებას ვცდილობთ. ოღონდ ვეცადოთ ერთიანი განწყობით.

შეტევა და მხოლოდ შეტევა.

ბურთი იმათ მხარესაა და გოლი გვაქვს გასატანი, ის ბურთი კი ჩვენ გვეკუთვნის და არა იმათ. ჰოდა დავიბრუნოთ, რაც მიიტაცეს.

რევოლუციას, ანარქიას და ამბოხს უნიათო და მოღალატე მთავრობა თავად უწყობს საკუთარ თავს ეს ყველამ იცოდეთ. მტერს დავხვდეთ მტრულად.

იმისთვის თუ გამოხვალთ, რომ მეტროს ჩაასწროთ არაფერი გამოვა მეგობრებო, მაშინ სულ ნუ გამოდიხარ. დღეს თუ არ გამოხვალ, მერე სხვას ნუღარავის ნურაფერს დააბრალებ, არ გაქვს უფლება.

არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი.

ისე ზოდელავა, რომ ბოლომდე დარჩა და მარტო იდგა ბოლოს პარლამენტის წინ, ხალხი კი სახლში იყო წასული, ცოტა ტეხავს მაგ დროს ხელი ზოდელავასკენ გაიშვირო და ბრალი დასდო რამეში.

დღეს გამოდით ასობით ათასნი და მშვიდობა აღარ მიხსენოთ, ამათთან. მე პირადად საერთოდ აღარ მაქვს იმედი, რომ ამათ მოვიშორებთ, ვინაიდან ერთმანეთს ვჭიჭკნით ნაცლად იმისა, რომ ეს ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია. უიმედობის ფონზეც ყოველდღე გამოვიდოდი საომრად მანდ რომ ვიყო. დამაჯერეთ,რომ ვცდები.

ერთადერთი რაშიც ვაკრიტიკებ ე.წ. ორგანიზატორებს ისაა, რომ აღჭურვილობა, აბჯრები, მაღალი ხარისხის აირწინაღები და ისეთი საშუალებები არ დაურიგეს აქციის მონაწილეებს, რაც იმათ ფარებს და აბჯრებს გატეხდა. ეგრე სადაა ჩვენ შიშველი ხელებით ვიყოთ და ისინი მომზადებულნი ყველანაირად.

უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს - ყველანი მეამაყებით.

სოლიდარობა ყველას ვინც გუშინ დაიჭირეს.

P.S. ჰო, კიდე ვინც იბრძოდა იმათ, რომ პროვოკატორს ეძახით ვიღაც-ვიღაცები ცოტაში საცოდაობაა. ჩამოდით მაგ მორალური პედესტალიდან და პრაქტიკულად შეხედეთ ვითარებას.

ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა", - წერს კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×