რეზონანსი
05.10.2025

ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო უსაფუძვლო და გარკვეული შეთქმულების ნაწილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შეფასებისას.

მისივე თქმით, იყო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები, თუნდაც გუშინაც სხვადასხვა დაინტერესებული პირი თუ სუბიექტი მანიპულაციურად ცდილობდა, მოეხდინა ნეგატიური განწყობების ფორმირება. თუმცა, საბედნიეროდ, ეს ყოველივე იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევები.

„აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადმინისტრირების ხარისხი არის მაღალ დონეზე განხორციელებული, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება წამყვანი, დემოკრატიის მქონე ევროპულ ქვეყნებს.

შესაბამისად, გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, ის, რომ შედეგების სწრაფად გამოცხადება მოხდა ქართული თანამედროვე არჩევნების ისტორიაში - საათსა და ოცდახუთ წუთში ჩვენ უკვე გვქონდა წინასწარი შედეგები კონსოლიდირებული სახით, რაც ტექნოლოგიური ინტერვენციის შედეგია; რაც ასევე არის სწორი დაგეგმარებისა და ორგანიზების შედეგი; რაც არის ჩვენი მომზადების შედეგი და რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×