რეზონანსი
05.10.2025

[2003წელს]არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებს გარე აქტორების მხრიდან ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს სიახლე არ არის და ორმაგ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არ არის. უკვე წლებია მათ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტს , თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები . როცა პოლიტიკოსი გქვია სხვა ქვეყნის [საქმეებში]არ უნდა ჩაერიო, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ,მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ, ეს ადამიანები პირდაპირ დაქვემდებარებულები არიან და მე როცა პარლამენტში „ხალხის ძალის" წევრი ვიყავი ხშირად ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ჩვენ ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების [თაობაზე] . წინასწარ ვსაუბრობდით იგივე ჩემს წინამორბედზე სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციის დარღვევით, იგივეს ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ , მაგრამ იყო ეს დაკვეთა გარედან, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ მშვიდობიან რევოლუციას არქმევს და ვარდების რევოლუციას, მაშინაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა , გარედან მართული პროცესი იყო. ეროვნულ გმირად გამოცხადებული ეს „ვივამედში" მყოფი ასევე საქართველოს [ყოფილი] პრეზიდენტი სწორედ გარე ძალების მიერ დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლა ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ. არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარეთ დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ჩვენ აგენტურა ჩვენდა სამწუხაროდ და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მით უმეტეს.

არსებობს არქივი, ჩემი და ჩემი კოლეგების საუბრები, წინასწარ ვსაუბრობდით მათ ქმედებებზე რა უნდა გაეკეთებინათ , აქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. ჯერ ერთი ეს სიტყვათა წყობა მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს ? ხომ გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ როცა ეს დაკვეთა არის და დამხობაზეა საუბარი, [გადაწყვიტეს]მშვიდობიანი დაურთონ თითქოს წინ, როგორც ვარდები რევოლუცია იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, რა იყო მათი მიზანი, რომ ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რათა გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავისი მომხრეებისთვის", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×