
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი არჩევნებში „ქართული ოცნების" დამაჯერებელ გამარჯვებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ დასრულდა ქვების მიმოფანტვის დრო, ახლა მათი შეკრების ჟამია.
მისი თქმით, მმართველი გუნდის გამარჯვება „17 მაისის" ფორმულაა, რომელსაც წლებია უპირისპირებენ „ვირტუალურ „ქართველ ხალხს".
„მილიონ 105 ათასი ხმა ადგილობრივ არჩევნებზე - ეს არის მყარი მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვეღარ გაექცევა. ეს არის ზუსტად იმ „17 მაისის" ფორმულა, რომელსაც წლებია უპირისპირებენ რაღაც პარალელურ სამყაროში შექმნილ გაუგებარ ვირტუალურ „ქართველ ხალხს". არის თუ არა ჩვენი საზოგადოება პოლარიზებული? უეჭველად! მაგრამ, არა ისე, როგორიც ეს ამერიკასა, თუ ბრიტანეთში და უამრავ სხვა გეოლოკაციაზეა დღეს მსოფლიოში. და ამის მთავარი ფაქტორი - „17 მაისის" ფენომენია, რომელიც ერთ მოცემულობად აერთიანებს: ისტორიულ წარსულს, ქართულ მენტალობას, მართლმადიდებლობას, ეროვნულ ტრადიციებს და ოჯახურ ფასეულობებს. ანუ, ყველაფერ იმას, რაზეც ნებაყოფლობით თქვა უარი ქვეყნის უმცირესობამ და მიამიტურად ცდილობს, ამ ყველაფრის გარეშე არა თუ გადარჩენას, გამარჯვებაზეც კი ოცნებობს. გასუსულია დღეს მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ლეგიონიც - ჯერ შარშანდელი მილიონ 120 ათასი ვერ მოუნელებიათ და აგერ ახალი „ინსულტი". ხელისუფლებას კი დღეიდან ორმაგი ტვირთი დააწვება მხრებზე - შარშანდელიც და წლევანდელიც. და ეს ტვირთი, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლის და თუნდაც იმ უმეცარი უმცირესობის წინაშე. ყოველდღიური ომი მოუწევთ საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლაში, რათა მოსახლეობის ეს ნდობა არ გაანიავონ. დასრულდა ქვების მიმოფანტვის დრო, მათი შეკრების ჟამი დგება. საზოგადოებამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას მისცა ხმა და წარმატებები მინდა ვუსურვო სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ასე ერთგულად ვუდგავართ გვერდში", - წერს დავით ქართველიშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|