რეზონანსი
05.10.2025

„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისათვის მადლობას უხდის. მან წინასწარი მონაცემებით, 37 779 ხმა მიიღო. დავით ერემეიშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათი მიერ დასახელებულ ყველა პრობლემურ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება და ქუთაისში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

„მადლობა ქუთაისს, ჩვენს აქტიურ ამომრჩევლებს, რომლებთანაც მთელი ორი თვის განმავლობაში აქტიური შეხვედრები გვქონდა და მნიშვნელოვან თემებზე გვიწევდა საუბარი. ყველა ის გრანდიოზული პროექტი, რომელიც განსახორციელებელია ქალაქში გაგრძელდება, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან წამოსული ყველა პრობლემა გაზიარებულია და ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უმოკლეს პერიოდში ყველა პრობლემა აღმოიფხვრება", - აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×