რეზონანსი
05.10.2025

ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს "მორალური სპექტაკლი" - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს.

„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს "მორალური სპექტაკლი" - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით. დილით არჩევნები და საღამოს აქციაო - ლელოს კანდიდატი რომ გაჰკიოდა, უკვე გაემიჯნა? ან ის ცანცარა ელისაშვილი სად გაქრა, თავ-პირის დამტვრევით რომ იმუქრებოდა?

მოკლედ, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს!", - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×