რეზონანსი
05.10.2025

ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი.

„კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან", - წერს The Islander-ი.

გამოცემა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა საქართველოს დედაქალაქში, არ იყო სტიქიური მიტინგი. ეს იყო საქართველოს მთავრობის ჩამოშორების მიზნით დაგეგმილი ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაცია.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა დანიშნული ევროპელი ტექნოკრატების ლექციების მოსმენით. მათ ახსოვთ იუგოსლავია, მაიდანი, მოლდოვა.

„დაე, იბობოქრონ ელიტებმა, გაზეთების სათაურებმა. საქართველო იღვიძებს და სერბეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მზარდ გუნდს უერთდება... როცა ხალხი ხმას იღებს, იმპერია თრთის. ამ თრთოლვის ხილვა დღეს საღამოს თბილისიდან ბელგრადამდე არის შესაძლებელი", - წერს გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×