რეზონანსი
05.10.2025

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია. კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დესტრუქციული ძალები, არ შემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.

„მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია ამომრჩეველთან პოლიტიკური საარჩევნო გზავნილების ნაცვლად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დაპირებებს გასცემდა- “3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა!” “4 ოქტომბერს ხელისუფლება დაემხობა!”

დღეს 5 ოქტომბერია, “ქართული ოცნება” გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო მოთამაშეა. სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, კანონი კანონობს, სიმშვიდეა. დესტრუქციული ოპოზიციისათვის გუშინდელი ღამე ჰარაკირი აღმოჩნდა.

ძალა რომელიც გადავიდა თვითგანადგურებაზე, პოლიტიკურად ანულირებულია და მისი აჩრდილიც ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მიწოდებულ ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია.კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ.

ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.“ - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×