რეზონანსი
05.10.2025

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" „ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მინდა მივულოცო გამარჯვება მმართველ გუნდს, აბსოლუტურად ყველა, 64-ვე უბანზე. ასეთი იყო მოლოდინი და ის ციფრები, რომელსაც ჩვენ ვეცნობით, მარტო იმას ამბობს, რომ ნდობა მზარდია და ეს ლიდერშიპის ძალიან დიდი დამსახურებაა", - აღნიშნა სულაბერიძემ.

ქალაქების მერების არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატების წინასწარი შედგები ასეთია: თბილისი - კახა კალაძე - 215083 ხმა, 71.612%, რუსთავი - ნინო ლაცაბიძე - 31276 ხმა, 91.972%, ქუთაისი - დავით ერემეიშვილი - 37779 ხმა, 85.686%, ფოთი - ბექა ვაჭარაძე - 14545ხმა, 100%, ბათუმი - გიორგი ცინცაძე - 42876 ხმა, 80.638%.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×