რეზონანსი
05.10.2025

ინდა საქართველოს მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოითმინა ის ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვუყურებთ ლიდერების შეგროვების პროცესს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გეგმები არ ვიცოდითო, ამ ყველაფერს გეგმავს ერთი კაცი, რომელმაც შეგისრულათ ყველაფერი 5-იანზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს მოსახლეობამ მშვენივრად გააანალიზა რა ბრძოლა მიდის, რა დემოკრატიული შეფუთვის ქვეშ. ეს ბრძოლა მიდის მეორედ ამ საუკუნეში სოროსის იდეოლოგიასთან და მის უკან მდგომი ადამიანების იდეოლოგიასთან. ის, რაც მთელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ყველაფერი სოროსის იდეოლოგია იყო. როგორ შეიძლება საქართველოს გულისცემაზე ხელი გეჭიროს და მსგავსი რაღაცები აკეთო, რაც ჩვენ გუშინ ტელევიზიით ვნახეთ.

ყველა ღელავდა, თუ რა შეიძლებოდა დაეგეგმათ, არა ამათ, არამედ გარედან რა შეიძლება დაგეგმილიყო. ძალიან ბევრი სპეცსამსახური მუშაობდა გარედან. ძალიან სერიოზული რაღაც ავირიდეთ, თუმცა მივდივართ წინ, ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ საბოლოოდ ჩაირეცხოს ეს რაღაც კოშმარული სოროსისეული ძალა საქართველოში და ეს ახალგაზრდები გამოვგლიჯოთ ხელიდან", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×