რეზონანსი
05.10.2025

"ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო", - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი პოლონეთიდან, პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი საუბრბოს.

"ჩვენ მოვინახულეთ მრავალი საარჩევნო უბანი თბილისსა და მიმდებარე სოფლებში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო. გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ხმების დათვლისთვის ელექტრონულ სისტემას იყენებენ და ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანაში, პოლონეთში არ გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხმების სკანირებისა და დათვლისთვის ელექტრონულ მოწყობილობას იყენებდნენ. ყველა საარჩევნო უბანზე კამერები იყო," - ამბობს პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი.

თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. საქართველოში ჩამოსულები არიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის როგორც საელჩოების, ევროპარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×