რეზონანსი
05.10.2025

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელს ქალა ტვინის ტრავმა აქვს.

„ამ დილით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტულო მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა. აქციიდან სულ 5 დაშავებული გვყავდა კლინიკაში. 3 ამბულატორიულო მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას თავის ტვინის მსუბუქი ტვინის შერყევით",-განაცხადა ანი დალაქიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, 30- მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×