რეზონანსი
05.10.2025

„გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ, თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ”, - წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად დაორგანიზდნენ.

“პროტესტის მონაწილეებს მინდა ყველას მოგეფეროთ, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც 300 დღე იდექით მზეში ქარში და წვიმაში, თუმცა არ გიცნობთ, ვინაიდან ყველას ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა რუსთაველზე.

მე გავაგრძელებ იქ მოსვლას ყოველ საღამოს და ვიქნები ისევ 9 აპრილის მემორიალთან.

გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ, თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ.

უნდა შევქმნათ პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად უნდა დავორგანიზდეთ”, - წერს წიქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×