რეზონანსი
05.10.2025

ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა, საზოგადოება აიყოლიეს და არჩევნებს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს, – ამის შესახებ პარტია "გირჩის" თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა.

"ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა. აიყოლიეს საზოგადოება და არჩევნებს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს. ხალხი გაშარეს და ადამიანები შეიძლება, დაიჭირონ. დაკარგეს მორალური უპირატესობა საკუთარი აღვირახსნილი ქცევით და უპასუხისმგებლობით. ამ ყველაფერთან ერთად „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველების მანდატების 80 პროცენტი ჩააბარეს, მათ შორის თბილისში, მაშინ როდესაც ყველას ესმის, რომ თბილისი კალაძის მხარდამჭერი არ არის. ასეთი უცნაური, არასწორი, არასამართლიანი შედეგი დადგა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაგვიჭირა. მილოცავენ კიდევაც და ჩვენი პარტიისთვის ალბათ მოსალოცია, მაგრამ, ზოგადად, შედეგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 80 პროცენტი აიღო კატასტროფულია, რაზეც პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. არ შეიძლება, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ადამიანების ემოციებზე აგდება და „ქოცებისთვის“ არჩევნების ჩუქება და, მეორე მხრივ, ამდენი ადამიანის გაშარვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×