რეზონანსი
04.10.2025

მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკვებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით, ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი. ეს გახლავთ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცივილიზებული ქვეყნები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს. ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ზურგს უმაგრებდა. ყველას გვეგონა, რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“, არაფერს შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. უნიჭიერესი ერი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და გავისტუმრეთ, ნელა-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. 

გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი შეიძლება ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. საზოგადოებაზე გადის გზა. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, გაგვაგიჟონ, გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. დღესაც მცდელობა აქვთ, არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ. საბედნიეროდ, აქაც ქართველი ხალხის სიბრძნე. როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და ათი ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×