რეზონანსი
04.10.2025

ხალხი მოდის ეროვნულ კრებაზე, რომელიც არასდროს გვქონია საქართველოში, დღეს ვატარებთ და დღესვე გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ მოუსავლეთში, - ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ტექნიკური მთავრობის დრო არ არის, „ხელისუფლების აღების შემდეგ კი ყველაფერი იქნება".

„მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის გენიალური დღე. ნახეთ, ხალხი მოდის ეროვნულ კრებაზე, რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია საქართველოში, დღეს ვატარებთ და დღესვე გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ მოუსავლეთში. პასუხისმგებელი ვარ მე, ეს კაცია, ის კაცია და სულ ყველანი ჩვენ. და იმაზე, რაც ხდება საქართველოში, უბედურება, ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი. არავითარი ტექნიკური მთავრობა, ჯერ არ არის მაგის დრო, ჯერ გავისტუმროთ ესენი, ავიღოთ ხელისუფლება და შემდეგ ყველაფერი იქნება. ძირს ბიძინა ივანიშვილის უზურპატორი მთავრობა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×