
ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე თბილისსა და ახლა ბათუმში, არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე, არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი წესრიგში იყო და დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ფანი ლაჩკომ განაცხადა.
დამკვირვებლის თქმით, ამ დროისთვის რაიმე პრობლემა არ დაფიქსირებულა.
„პროცესი არის სამართლიანი, დემოკრატიული, არ ყოფილა რაიმე ჩარევა, რაც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, მას ექნება მტკიცე დემოკრატიული მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან", - განაცხადა დამკვირვებელმა.