რეზონანსი
03.10.2025

თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იყოს მიღწეული.

“გაათავისუფლეთ ყველა მძევალი, დააბრუნეთ გარდაცვლილთა ცხედრები, ახლავე! „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული. შეთანხმებას ყველა ქვეყანა შეუერთდა! თუ ეს უკანასკნელი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს,” - წერს ტრამპი.

მისი თქმით, “ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ნებისმიერ ფასად იქნება მიღწეული”.

“ყველა უდანაშაულო პალესტინელს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შესაძლო სამომავლო სიკვდილის სივრცე, ღაზის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადახვიდეთ. ყველას მოგივლით ხალხი, რომელსაც დახმარება სურს. თუმცა, „ჰამასისთვის“ საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსი მიეცემათ,” - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×