
როგორც გავარკვიე, ბოდიში თუ ბოლომდე ზუსტი ინფორმაცია არ არის, უდიდეს პროვოკაციასთან გვაქვს საქმე - ნარმანია იგორმა და მისმა მეგობრებმა შეგნებულად, ხალხის დასანახად ეკლესიიდან გამოსულ დედაოებს აგინეს, ამაზე ატყდა ჩხუბი - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, შსს-ში ჰყავთ მიყვანილი კონფლიქტის იდენტიფიცირებული მონაწილე კონფლიქტის და იმედია ძალიან მალე გაირკვევა რეალურად რა და როგორ მოხდა.
“როგორც გავარკვიე, ბოდიში თუ ბოლომდე ზუზტი იფორმაცია არ არის, უდიდეს პროვოკაციასთან გვაქვს საქმე - ნარმანია იგორმა და მისმა მეგობრებმა შეგნებულად, ხალხის დასანახად ეკლესიიდან გამოსულ დედაოებს აგინეს, ამაზე ატყდა ჩხუბი. შსს-ში ჰყავთ მიყვანილი კონფლიქტის იდენტიფიცირებული მონაწილე კონფლიქტის და იმედია ძალიან მალე გაირკვევა რეალურად რა და როგორ მოხდა”, - წერს ნიკოლეიშვილი.
ეკლესიის ეზოში დაპირისპირებას შსს-ც ადასტურებს:
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.