
არავის ეშინია, მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 16:00 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ მეტეხის ხიდთან მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა.
იგორ ნარმანიას განცხადებით, ბრძოლა მშვიდობიანად გაგრძელდება და მათ „ძალადობას და უსამართლობას“ პასუხი ხვალ, 4 ოქტომბერს გაეცემა.
“აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ, მაგრამ ესენი არიან ჩმორები, “ქართული ოცნების” სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს დამაკლებენ, ამ ბრძოლაში
ვის შეაშინებენ? ეგენი ვერავის დააშინებენ. გვერდიდან მომეპარა, ათასობით კამერაა აქ და პოლიცია დაინახავს როგორ გვერდიდან მომეპარა ეს ჩმორი, რა უნდა ვუწოდო, არ ვიცი. თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, რადგან თქვენი არასდროს არავის არ ეშინოდა, ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ, ექნება ლოგიკური დასასრული, ეს არ იქნება მოჯადოებული წრე.
ყოველთვის, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვდიოდი, ეს გააზრებული მქონდა. გააზრებული მქონდა ისიც, რომ ზოგჯერ ციხეში შეიძლება მოგვიწიოს ჯდომა, ზოგჯერ ვიღაც, აი, ასე მუხანათურად მოვიდეს და ჩაგარტყას, რადგან ეს არის რუსული სახის გამოვლინება, სად შეუძლია ქოცს, სად აქვს მაგის გამბედაობა, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან, ეს არ აქვს, ეს შნო რომ არ აქვს „ქოცს“, ამიტომ არიან მართალი ქართველები ჩვენს მხარეს, ამიტომ გავცემთ მაგ ძალადობას და უსამართლობას პასუხს, თორემ ამათი არავის არ ეშინია, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც “ქართულ ოცნებას” შეუშინებია. ძალიან მშვიდობიანად ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ახლა ვნერვიულობ დედაჩემი და მამაჩემია, დანარჩენი არ მადარდებს არაფერი, ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ცნობისთვის, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდები განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გარდა, დაშავდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა.