რეზონანსი
02.10.2025

პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის გადაწყვეტილებებს ერთსულოვნება სჭირდება.

"გარკვეული პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ღიად შეგვიძლია ამაზე საუბარი, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სულელურია - მხოლოდ იმიტომ, რომ მას არჩევნები აქვს, დიდი, 40-მილიონიანი ერის ევროკავშირისკენ გზაზე ბლოკირება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო სწორედ უკრაინის არჩევანის გამო.

"სწორედ ევროპისადმი შეერთების ჩვენი სურვილისა და არჩევანის გამო, ვინაიდან ვგრძნობთ და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რასაც სხვა ევროპული სახელმწიფოები".

ცნობისთვის, 29 სექტემბერს გამოცემა Politico-მ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა უძღვება ძალისხმევებს, რომ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლებოდეს და არა მხოლოდ ერთსულოვნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×