
ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ არ ვართ მშვიდობასთან ახლოს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არის ფაქტორები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს უფრო ართულებს. ჩვენი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორია ევროკავშირის პოზიცია - ევროპული ქვეყნების, რომლებიც კიევის რეჟიმს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ", - აღნიშნა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან განცხადებები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ, პესკოვის აზრით, აშშ მაინც ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, გააგრძელოს ძალისხმევა პოლიტიკური და პრაგმატული შეთანხმების მისაღწევად.