რეზონანსი
02.10.2025

რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ელიზავეტა (ლიზა) იასკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისგან თითქმის არაფერი დარჩა, რაც „ძალიან მტკივნეულია".

„წარსულში ჩემი პირადი ცხოვრების გამო საქართველოს შესახებ საუბარი რთულია. მაგრამ, თუ მე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ბედი მართლა მადარდებს, მაშინ საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის. პოლიტიკურად არავის დაცვა მსურს, მაგრამ უნდა ვისაუბრო როგორც ახალგაზრდა უკრაინელმა, რომელმაც საქართველოს ლამაზი ევროპული გზა იხილა, რაც უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებას იწვევდა. თუმცა, თუ იმას შევხედავთ, რაც დღეს ამ ევროპული მისწრაფებებისგან დარჩა, დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი. ეს ძალიან მტკივნეულია. პასუხებს უნდა ვეძებდეთ, თუ რატომ მოხდა ეს. მჯერა ერთი პასუხი ის არის, რომ საქართველოში ძლიერ ინსტიტუტებს ყურადღება არ მიაქციეს, ხოლო მეორე პასუხი რუსეთია. რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა, რათა ევროპის სიყვარული ერთმანეთის სიძულვილითა და პოლარიზაციით ჩაენაცვლებინა. ეს ძალიან საშიშია და მე ეს პირადად გამოვცადე. საქმე პოლიტიკურ კავშირებს არ ეხება. საქმე მომავალშია და მინდა ქართველებს ვუსურვო, რომ ერთობისთვის ძალა იპოვონ, წარსული დაივიწყონ და მომავალზე იფიქრონ", - განაცხადა იასკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×