რეზონანსი
02.10.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის პოზიციებს, ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო“.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გასაგებია, ვისთვისაც და რისთვისაც კეთდება ეს, რომ აქაური მათი აგენტურა იმედგაცრუებული არ დატოვონ. თორემ, არავითარი არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური საჭიროება ამ განცხადებისა არ არსებობდა.

„ძალიან სამარცხვინო განცხადებაა დანიის მხრიდან, რაც კარგად მიუთითებს თუ რა პრინციპებით და ღირებულებებით ცხოვრობს დღევანდელი ევროკავშირი. ადამიანს, ოფიციალურ პირს იწვევდე ფორუმზე და თან მუჯლუგუნს აყოლებდე. ხომ გასაგებია, ვისთვისაც და რისთვისაც კეთდება ეს, რომ აქაური მათი აგენტურა იმედგაცრუებული არ დატოვონ. თორემ, არავითარი არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური საჭიროება ამ განცხადებისა არ არსებობდა. ეტყობა აქედან წავიდა განგაშის სიგნალები...“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×