რეზონანსი
02.10.2025

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც კას­პში, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­დეგ მისი დაწ­ვა სცა­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­თია ლო­მი­ნა­ძეს მკურ­ნა­ლო­ბა თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უტარ­დე­ბო­და, მას სხე­უ­ლის თით­ქმის ნა­ხევ­რის, 40-45%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო.

ცნო­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი კას­პში 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა თა­თია ლო­მი­ნა­ძეს და­ნით გულ-მკერ­დის და კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დეგ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,19-109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ზუ­რაბ ბურ­დულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×