რეზონანსი
02.10.2025

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო შეუვალი იქნება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მსგავს განცხადებებს პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს.

„რეალურად ეს არის ერთგვარი პრევენციული განცხადებები, იქნებიან ეს ტენდერში მონაწილე კომპანიები, საჯარო მოხელეები თუ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეეცდება, რომ რაიმე ფორმით მიითვისოს საზოგადოების ფული. ეს უნდა იყოს ერთგვარი გაფრთხილება, რომ მაქსიმალურად ყურადღებით, კანონის დაცვით განახორციელონ თითოეული ქმედება. თუ ასე იქნება, მაშინ პირიქით, სახელმწიფო აბსოლუტურად ყველას გვერდში დაუდგება, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ. მაგრამ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება შეუვალი“, - ამბობს მახაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×