რეზონანსი
02.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო, არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და კიდევ უფრო დაიხვეწება მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებული აუცილებელი რეფორმების შედეგად. ამგვარი პროცესები სიახლე არაა წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურების პრაქტიკაში - არსებული ფასდაუდებელი საკადრო რესურსებით, საჭიროა მუდმივი განახლება და დახვეწა მზარდი გამოწვევების პასუხად - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის აყირავების მსურველებს კი, რომლებსაც მრავალწახნაგოვანი აწ უკვე გაშიფრული ქსელები აქვთ, კანონი და სამართალი საკადრის პასუხს გასცემს. მნიშვნელობა არ აქვს თუ  საიდან მომდინარეობს "მეხუთე კოლონის" მატერიალურ-დივერსიული და მავნებლური იდეოლოგიური მხარდაჭერა.

„უსამშობლო ე.წ. რევოლუციონერებმა მამუკა მდინარაძის ინტერვიუში დაინახეს მუქარა ე.წ. რეპრესიებზე, ჯანსაღი საზოგადოება კვლავ დარწმუნდა -  საქართველოს უსაფრთხოება და მართლწესრიგი საიმედო გუნდის ხელშია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო, არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და კიდევ უფრო დაიხვეწება მდინარაძის მიერ დაანონსებული აუცილებელი რეფორმების შედეგად. ამგვარი პროცესები სიახლე არაა წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურების პრაქტიკაში - არსებული ფასდაუდებელი საკადრო რესურსებით, საჭიროა მუდმივი განახლება და დახვეწა მზარდი გამოწვევების პასუხად.

ჩვენი ქვეყნის აყირავების მსურველებს კი, რომლებსაც მრავალწახნაგოვანი აწ უკვე გაშიფრული ქსელები აქვთ, კანონი და სამართალი საკადრის პასუხს გასცემს. მნიშვნელობა არ აქვს თუ  საიდან მომდინარეობს "მეხუთე კოლონის" მატერიალურ-დივერსიული და მავნებლური იდეოლოგიური მხარდაჭერა.

რეალობა ისიცაა, რომ როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უწყება უწყვეტი თანამშრომლობის რეჟიმშია უცხოელ კოლეგებთან და მისი მომდევნო საქმიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში იგეგმება.

როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×