
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისთვის არ მოუთხოვია რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტა.
„ამერიკის პრეზიდენტი პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, მან უბრალოდ მკითხა, როგორია ვითარება, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა“, – აღნიშნა ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ზღვასთან გასასვლელი არ აქვს, უნგრეთს „სხვა არჩევანი“ არ რჩება, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განაგრძოს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გეოგრაფიის შეცვლა, პოლიტიკური მოთხოვნების მიუხედავად“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა თქვას უარი რუსულ ენერგორესურსებზე რაც შეიძლება მალე, რადგან ამით „აფინანსებს ომს საკუთარი თავის წინააღმდეგ“. ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს გაესაუბრებოდა.