რეზონანსი
01.10.2025

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, რომლის საფასურსაც ევროპელები, მათ შორის უნგრელები გადაიხდიან.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა, ბრიუსელის ხელმძღვანელობა კი ომისკენ ისწრაფვის“, - წერს უნგრეთის პირველი დიპლომატი.

სიიარტოს თქმით, ევროკომისიამ უკრაინის დაფინანსებაზე ორიენტირებული ახალი, შვიდწლიანი ბიუჯეტი შეიმუშავა და ის არ პასუხობს ევროპის რეალურ გამოწვევებს, კერძოდ, კონკურენტუნარიანობის აღდგენას, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეკონომიკურ ზრდას.

სიარტო წერს, რომ უნგრეთი ევროპელი გადამხდელების ფულის ომზე დახარჯვას და უკრაინის არმიის დაფინანსებას ეწინააღმდეგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×