რეზონანსი
01.10.2025

ფაქტია, რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის. ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, ფაქტია ისიც, რომ სუს-ი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს, მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ 4 ოქტომბერს.

„ამის ნაცვლად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა - რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან", მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. მთავარია ერთი რამ - ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. თვითონაც ამბობენ, რომ ბევრი ხალხი თუ იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან. ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ, რომ 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×