რეზონანსი
01.10.2025

13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო - საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.

„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.

დანის პირზე მოგვიწია სიარული - უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა - ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი",- აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×