რეზონანსი
01.10.2025

ქარელის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი ხელის ტრაქტორს ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 26 წლის ბიჭია.

„26 წლის ბიჭი დაიღუპა ტახხიტიძირში. დასთან იყო სტუმრად ჩამოსული, ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, ზედ გადაუარა და ადგილზევე დაიღუპა", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევაში ტახტიძირში - ორშაბათს, ბრეთში კი გუშინ მოხდა.

„ბრეთშიც ახალგაზრდა მამაკაცია დაღუპული. ტრაქტორი გადაყირავდა და ზედ დაეცა", - აღნიშნულია "მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: მოზაიკა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×