რეზონანსი
01.10.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს. გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×