რეზონანსი
01.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იმ დოკუმენტის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომელიც მათი მტკიცებით, 4 ოქტომბერს შსს-ს მოქმედების გეგმაა.

კირცხალიას თქმით, “ნაცებს” დოკუმენტში  გაეპარათ ფოტო, რომელიც მათ “ფეიკებს” ამხელს, ვინაიდან, ფოტოზე ნაჩვენებ კარზე, უკვე ორი წელია, დამატებითი რკინის კარი და ჩამკეტია დაყენებული.

მისივე ინფორმაციით, რეალურად, მსგავსი გეგმა ირაკლი შაიშმელაშვილმა წარუდგინა ხელმძღვანელობას, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა.

“ნაცებმა გდდ-ს სამოქმედო გეგმა მოვიპოვეთო.

ეს ფოტო ამხელს მათ მდაბიო ფეიკებს…

შიდა მხრიდან დამატებითი ჩამკეტიც გაკეთდა, ოღონდ ორი წლის წინ, დამატებითი რკინის კარიც დაყენდა და დამატებითი ჩამკეტიც. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებიან.

რეალურად მსგავსი გეგმა შაიშმელაშვილს წარუდგენია გდდ-ს ხელმძღვანელობისთვის იქ როცა მუშაობდა, თავზე გადაახიეს და ისე გაატანეს უკან. ახლა გამოაგდეს მისი “გეგმა”, როგორც ახალი, უბრალოდ ეს ფოტო გაეპარათ.” - წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×