რეზონანსი
01.10.2025

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×