რეზონანსი
30.09.2025

 „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი MI6-ის ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის ოფიციალურად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მასზე საუბრისას ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიიდან რამდენიმე თარიღსა და მოვლენაზე აკეთებს აქცენტს.

ასევე აქვეყნებს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის გამონათქვამებს, რომლითაც ის ბლეიზ მეტრეველს ახასიათებს.

„რამდენიმე დღის წინ ბაქოში დაზვერვის სამსახურების ფორუმში მონაწილეობის მიუხედავად, ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია. ბლეიზ მეტრეველი დაიბადა 1978 წელს ინგლისში, ხოლო გაიზარდა ჰონგ-კონგში, სადაც მამამისი, კონსტანტინე მეტრეველი (გამორჩეული რადიოლოგი) ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი იყო.

X-ში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ის ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა, იმ ნაწილში, რომელიც 1982 წლიდან 1985 წლამდე ერ-რიადში იყო განლაგებული. ჰონგ-კონგის მულტიკულტურულ გარემოში მისმა აღზრდამ, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიღებულ განათლებასთან ერთად, ჩამოაყალიბა ბლეიზ მეტრეველის გლობალური ხედვა, რაც შეესაბამება MI6-ის ძირითად მისიას - საერთაშორისო საფრთხეებთან ბრძოლას.

საინტერესოა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის მისი დახასიათება: „ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე. ბლეიზს არ ვიცნობდი, MI6-ის (2009 წლის ნოემბერში) უფროსის პოსტზე დანიშვნამდე, მაგრამ მას ახლო აღმოსავლეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს შევხვდი, სადაც ის MI6-ის რეზიდენტურის ხელმძღვანელი იყო და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებდა. მან თავიდანვე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე...ის საკმაოდ შთამაგონებელი ადამიანია; ძალიან მკაფიო და მიზანდასახული, მაგრამ ასევე აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ადამიანების მართვის ნიჭი", - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×