რეზონანსი
30.09.2025

 „ქართულმა ოცნებამ" მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა და როგორც პრეზიდენტი ყაველაშვილი დაბეჯითებით უსვამს ხაზს, რეფორმების შედეგად საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე, - ვკითხულობთ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.

„ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად", - წერია სტატიაში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის თქმით, „სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×