რეზონანსი
30.09.2025

 ეზ გა­ბე­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით გა­იც­ნო.

ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ბე­რი ამ­ჯე­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში იღებს ფო­ტო­ებს, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ფო­ტოგ­რა­ფი გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც ეზ გა­ბერ­მა პოს­ტით უპა­სუ­ხა.

"უკვე თით­ქმის ორი წე­ლია, ქუ­ჩა­ში ფო­ტო­ებს ვი­ღებ. არას­დროს არა­ვის­თვის მი­თხო­ვია რამე და არც მო­მა­ვალ­ში და­ვუშ­ვებ, რომ ვინ­მე ჩემს საქ­მე­ებ­ში, სა­მუ­შა­ო­ში ჩა­ე­რი­ოს ან მიბ­რძა­ნოს, რა გა­ვა­კე­თო და რა არა.

და კი­დევ ერთი, მე პრე­ზი­დენ­ტის­გან მე­და­ლი არ ამი­ღია. მან ეს ჯილ­დო­ე­ბი ყვე­ლა სხვა ფო­ტოგ­რაფს მის­ცა, მე იქვე ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი, ბო­ლოს კად­რი­დან გას­ვლაც კი მთხო­ვეს. მიწ­ვე­ვი­თაც ბოლო წუ­თებ­ში მი­მიწ­ვი­ეს.

მე მაქვს ჩემი პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის ფა­სიც პო­პუ­ლა­რო­ბაა. თქვენ ჩემი მად­ლი­ე­რი უნდა იყოთ", - წერს ეზ გა­ბე­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×