რეზონანსი
30.09.2025

 ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო "პარაგრაფ თაბორის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას.

"13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.

ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×