რეზონანსი
30.09.2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, სოფელ ტალავერის მოსახლეობას ახალგაზრდებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ტალავერში, ახალგაზრდებთან ერთად კარდაკარის პრინციპით შევხვდით მოსახლეობას.

თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დიალოგებში ყველაზე კარგად ვგრძნობ ადამიანების ემოციას, სურვილებს და იმ იდეებს, რაც მათ უკეთეს მომავალთან აკავშირებს. 

ახალგაზრდების გვერდით დგომა კი  განსაკუთრებულ ენერგიას მატებს ჩვენს კამპანიას. მადლობა თითოეულს მხარდაჭერისთვის." - აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×