რეზონანსი
30.09.2025

რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, დროთა განმავლობაში ცხადი ხდება, რომ ყველაფერი სიმართლეა. მათ შორის მათთვისაც, ვინც იმ მომენტში ამას ვერ იგებდა, დღეს ამის გაგება ძალიან მარტივია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

„თქვენ გახსოვთ რა ამბავი მოჰყვა გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რომელიც ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას. გადატრიალების მცდელობები, „რუსული კანონის“ დარქმევა და ა.შ. დღეს, უკვე ცხადზე ცხადია რას უკავშირდებოდა ეს. იმას, რომ ის დაფინანსებები, რომელიც შემოდიოდა ქვეყნის გარედან არასამთავრო ორგანიზაციების აქტივში, ხმარდებოდა რევოლუციებს და გადატრიალების მცდელობებს.

ამ კანონმა თავისი საქმე გააკეთა, სიცხადე შემოიტანა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. როგორც ჩანს ახალ სქემებზე დაიწყეს ფიქრი, როგორ დაფინანსდეს არეულობის სცენარები და ვნახეთ, რომ ამ პროცესში უნივერსიტეტები არიან ჩართული. კანონმა შეიძლება თავისი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ შესაძლებელია დამატებით რეგულაციებზე იყოს საჭირო ფიქრი, თუმცა ფაქტია, რომ შესაბამისი სამსახურები სათანადოდ მუშაობენ, აქვთ შესაბამისი ინფორმაციები და ზოგადად სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები არიან თავის სიმაღლეზე იმდენად, რომ ვერანაირი მცდელობები, გადატრიალებები, ე.წ. მშვიდობიანი დამხობა თუ ა.შ. ქვეყანაში ვერ განხორციელდება. ამის გარანტი არის ხელისუფლება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×